საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კელი დეგნანთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე ქრისტოფერ ანდერსონი და USAID-ის პროგრამების მენეჯერი მარინა ქუთათელაძე ესწრებოდნენ.
მხარეებმა მიმოიხილეს ყველა ის პროექტი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით საქართველოში მიმდინარეობს და სამომავლო გეგმების შესახებ იმსჯელეს.
გიორგი ამილახვარმა კელი დეგნანს მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლების სისტემის გასაუმჯობესებლად ამერიკული მხარის მიერ გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკვე მრავალი წელია საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით მასშტაბური ინიციატივებს ახორციელებს.
თავის მხრივ, კელი დეგნანმა მადლობა გადაუხადა პირადად გიორგი ამილახვარს და სამინისტროს სრულ შემადგენლობას სამაგალითო თანამშრომლობისთვის და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს განათლების სისტემის განვითარებაზე ზრუნვას და ამ მიმართულებით სამინისტროსთან მჭიდრო პარტნიორობას.
ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.