თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ელისე პატარიძის პირადი არქივის ნაწილი გადაეცა, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გოჩა ჯავახიშვილმა ჩამოიტანა.
არქივი, ქართულ მხარეს, ელისე პატარიძის შვილების: ოთარ და თინათინ პატარიძეების გადაწყვეტილების საფუძველზე გადაეცა.
საარქივო მასალა მოიცავს ქართველი პოლიტიკოსისა და ჟურნალისტის სტატიებს, მოხსენებებსა და პუბლიკაციებს, რომლებიც ქართველი საზოგადოებისთვის, დღემდე უცნობი იყო. არქივი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში განთავსდება.
შეხვედრას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი, თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი, ელისე პატარიძის შვილთაშვილი და ბიბლიოთეკის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.