აშშ გერმანიიდან რუმინეთში სამხედრო ტექნიკის 70-მდე ერთეულს აგზავნის, მიმდინარე თვეს, ჯავშანტექნიკის გაგზავნა იგეგმება ბულგარეთსა და ლიტვაშიც. ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯეფ დევისმა განაცხადა.
პენტაგონის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ტექნიკა საშუალებას მისცემს ამერიკულ სამხედრო ძალებს, სწავლების დროს გადაადგილების სიჩქარე გაზარდონ.
"European Activity Set"-ის პროგრამის ფარგლებში, აშშ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სამხედრო ტექნიკის 12 000-მდე ერთეული გადასროლას გეგმავს. მათ შორისაა ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და არტილერია.
მიმდინარე წლის ივნისში აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, ეშტონ კარტერმა განაცხადა, რომ აშშ მზად არის, სამხედრო ტექნიკა შვიდ ევროპულ ქვეყანაში განალაგოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.