სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ვაჩიანი დააზარალა
04-07-2023, 17:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ვაჩიანი დააზარალა.

 

 

როგორც ახალქალაქის მერიაში აცხადებენ, დაზიანდა 20-ამდე საცხოვრებელი სახლი. ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხე-მცენარეები და წააქცია ელექტროგაყვანილობის ბოძები. დაზიანებულ მონაკვეთებზე შესაბამისი ჯგუფები უკვე მუშაობენ და მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება მალე აღუდგება.

 


სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

 

ვითარებას ადგილზე ეცნობიან და დაზარალებულ მოსახლეობას ხვდებიან მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი, პირველი მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძე და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.

 

 

ზარალის დათვლას შესაბამისი კომისია გამოდარებისთანავე დაიწყებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი