საქართველოს თავდაცვის მინისტრი შვედ კოლეგას შეხვდა
04-07-2023, 18:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით შვედეთის სამეფოში იმყოფება. ჯუანშერ
ბურჭულაძეს შვედმა კოლეგამ პოლ იონსონმა და სამოქალაქო თავდაცვის მინისტრმა კარლ-
ოსკარ ბოჰლინმა უმასპინძლეს. თავდაცვის მინისტრებმა რეგიონული უსაფრთხოების
გამოწვევები, ნატოსთან თანამშრომლობისა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი
თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ შვედეთის მხარეს
თავდაცვის სფეროში მტკიცე პოლიტიკური და მნიშვნელოვანი პრაქტიკული
მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში
შვედეთის მნიშვნელოვანი წვლილიც.

 


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ
სტრუქტურებში ინტეგრაციის მისწრაფებებზე. აღინიშნა შვედეთის, როგორც ევროკავშირის
საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობა გაწევრიანების გზაზე.
განხილვის მთავარ თემას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და
სამომავლო გეგმები წარმოადგენდა. მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო
გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.

 

 

ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის
თავმჯდომარეს, ყოფილ თავდაცვის მინისტრს, პიტერ ჰულტქვისტს შეხვდა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი