საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შვედეთის პარლამენტში შეხვედრა გამართა
05-07-2023, 11:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე შვედეთის სამეფოში ვიზიტს
განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი შვედეთის პარლამენტის თავდაცვის
კომიტეტის თავმჯდომარეს პიტერ ჰულტქვისტს შეხვდა. მხარეებმა რეგიონში შექმნილ
უსაფრთხოების ვითარებასა და არსებულ საერთო გამოწვევებზე ისაუბრეს. ყურადღება
გამახვილდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების
მისწრაფებებზე და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

 


საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო
გეგმებს. ჯუანშერ ბურჭულაძემ მადლიერება გამოხატა შვედეთის მხრიდან საქართველოს
პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის.

 


ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე უკვე შეხვდა შვედეთის თავდაცვის მინისტრს პოლ
იონსონს და სამოქალაქო თავდაცვის მინისტრს კარლ-ოსკარ ბოჰლინს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი