"მუსლიმანური რელიგია და ნებისმიერი რელიგია როგორ მისცემს იმის საშუალებას, რომ უდანაშაულო ხალხი დახოცონ" - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
შეხვედრაზე პატრიარქმა ბოლო დროს რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის დაძაბვის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ რთული სიტუაციაა.
"ორი კვირის წინ ვთქვი, რომ ამ ნეგატიურ მოვლენებეში რელიგიას არ აქვს კავშირი და ეს თვითონ ბოროტი ადამიანების მოქმედებაა. ამან ძალიან დიდი გავლენა და მნიშვნელობა იქონია. ჩემთან მოვიდა თურქეთის ელჩი და მე ამის გამო მადლობა გადამიხადა. ასევე მოვიდა აზერბაიჯანის ელჩი და იმანაც მადლობა მითხრა" - აღნიშნა ილია მეორემ.
თავის მხრივ, საქართველოს მუფთმა, ბეგლარ ქამაშიძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს რეზიდენციაში მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
"თქვენ თქვით, რომ ისლამი არაფერ შუაშია. ტრადიციული ისლამი ყოველთვის სიმშვიდეს მოიცავს, ურთიერთსიყვარულს, ურთიერთდახმარებას. თქვენს სიტყვებში ეს ყველაფერი ამოიბეჭდა. ყოველთვის უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ღირებულებებს, უნდა დავაფასოთ ერთმანეთის სარწმუნოება. გამოსავალს მე უფრო მეტად განათლებაში ვხედავ. სახელმწიფო თანადგომას გვიცხადებს ჩვენ, რომ საქართველოში გაიხსნას მედრესეს სახით სასწავლებელი, რომელიც ადამიანებს ძირითადი ისლამის სიყვარულს ჩაუნერგავს და არ იქნება მოძალადე", - განაცხადა ქამაშაძემ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, შეიხმა რამინ იგიდოვმა აღნიშნა, რომ დიდი ხანია მათ ჰქონდათ სურვილი, პარტიარქთან ესაუბრათ.
"ჩვენ კარგი და დადებითი შთაბეჭდილებები დაგვრჩა, როგორც ყველა სხვას, რომელიც პატრიარქს შეხვდება. მოხარულები ვართ და დადებითი შთაბეჭდილებებით მივდივართ", - განაცხადა რამინ იგიდოვმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.