კახა კალაძე: ძალიან დიდი ზეწოლა იყო მეორე ფრონტთან და სანქციების მიერთებასთან დაკავშირებით
05-07-2023, 17:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მედიასთან საუბრისას გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ მიერ მაიკლ მაკფოლის განცხადების შეფასებას, სადაც აღნიშნულია, რომ მაკფოლის განცხადება არა გადამოწმებულ ფაქტებს, არამედ რადიკალური ოპოზიციის ნარატივს ეფუძნება.

 


კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს მხრიდან სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით ქვეყნის შიგნით თუ გარეთ გაკეთებული რიგი განცხადებები ყოველგვარ კონკრეტიკას და მტკიცებულებებს მოკლებულია.

 


მისივე თქმით, საქართველოში იმყოფებოდა სანქციების საკითხების შემსწავლელი ტექნიკური ჯგუფი, რომლის დასკვნა აბათილებს სანქციებთან დაკავშირებულ ბრალდებებს.

 


„ერთი, რაც ცხადია - ძალიან დიდი მოწოდებები და ზეწოლა იყო მეორე ფრონტთან და სანქციების მიერთებასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამ ზეწოლისა, ჩვენ არაერთხელ განვმარტეთ, თუ რატომ არ ვუერთდებით სანქციებს და აქ პირდაპირ არის ნათქვამი, რომ პირველ რიგში, ვითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, ხალხის ინტერესს და არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც თავიდანვე ვიცით, რომ დამაზიანებელი იქნება. სანქციების მიზანი უნდა იყოს სხვისი დაზიანება. მგონი, ყველა ვხვდებით, რომ თუ ქართული პროდუქტები არ გავა რუსულ ბაზარზე, ამით ჩვენ რუსულ ეკონომიკას ვერაფერს ვერ ვუზამთ, პირიქით - დავაზიანებთ საკუთარს, დავაზიანებთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს, ჩვენს ეკონომიკას. რატომ უნდა გავაკეთოთ და მივიღოთ ისეთი გადაწყვტილება, რომელიც ვიცით, რომ დამაზიანებელი იქნება. რაც შეეხებაგანცხადებებს, რომ საქართველო ხშირად არის გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის, ამის დამადასტურებელი ვერანაირი ფაქტი, ვერანაირი კონკრეტიკა და მაგალითი ვერ იყო მოყვანილი. ჯგუფმა, რომელიც ჩამოსული იყო და სანქციებზე მუშაობს, მადლობა გამოუცხადა საქართველოს ხელისუფლებას თანამშრომლობისთვის და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისთვის.

 


კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ჩვენ არაფერს გავაკეთებთ ისეთს, რომელიც დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ყველა თვალსაზრისით, გინდ ეკონომიკურად, გინდ პიარულად და ასე შემდეგ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

მისი შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ასრულებენ დავალებებს და შესაბამის განცხადებებს აკეთებენ.

 


„ოპოზიცია არც საკუთარ თავს ეკუთვნის, არც საკუთარ ქვეყანას. ეს ადამიანები ყოველთვის ცდილობენ, სხვა ქვეყნის ინტერესები გაატარონ. მათ უბრალოდ ავალებენ, რომ ეს განცხადებები გააკეთონ. ავალებენ, რომ ისე მოიქცნენ, როგორც დღეს იქცევიან.

 


ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რაც თავიდანვე ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება. ევროკავშირის ქვეყნებს, რა თქმა უნდა, სავაჭრო ურთიერთობები გააჩნიათ რუსეთის ფედერაციასთან. სანქციებთან მიერთება კი, ვიცით, რომ ჩვენი ეკონომიკისთვის პრობლემა იქნება. რატომ უნდა გავაკეთოთ ის, რაც დაგვაზიანებს?!“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი