ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 13 ივნისს სტიქიის შედეგად ადიდებულმა წყალმა სოფელ კოჩიოსთან დამაკავშირებელი ხიდი დააზიანა. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო და არსებული ხიდი, ახალი რკინა-ბეტონის კონსტრუქციით ჩანაცვლდა.
მიმდინარე სამუშაოები ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძესთან და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.
ხიდის მოწყობის სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და სოფლის მოსახლეობა მალე შეუფერხებლად გადაადგილებას შეძლებს.
ინფორმაციას ახალქალაქის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.