რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილმა მოპარა ფული ხალხს და ახლა უჩივის თავის პარტნიორს, რომ თავად მას მოპარეს ბიტკოინები, რომლის ღირებულება თურმე 39 მილიონ დოლარს უდრის
07-07-2023, 10:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, დეპუტატი რომან გოცირიძე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს ეხმაურება და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოპარა ფული ხალხს და ახლა უჩივის თავის პარტნიორს, რომ თავად მას მოპარეს ბიტკოინები, რომლის ღირებულება 39 მილიონ დოლარს უდრის.

 


„ბიტკოინების საწარმოები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა ააშენა საქართველოში, განთავსებულია სპეციალურად მისთვის შექმნილ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში. ისინი არ იხდიან ბიუჯეტში არცერთ გადასახადს, გარდა იქ დასაქმებული ასიოდე ადამიანის საშემოსავლო გადასახადისა. საწარმოები დიდძალ ელექტროენერგიას იღებენ შეღავათიან ფასად, არ იხდიან დღგ-ს. რომ არა ეს პრივილეგიები, ისეთ ცხელ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მათი მუშაობა იქნებოდა წამგებიანი.

 

 

ივანიშვილის მიერ შექმნილი საწარმოები პარაზიტებია საქართველოს ეკონომიკურ სხეულზე. ფაქტობრივად, მან მოპარა ფული ხალხს და ახლა უჩივის თავის პარტნიორს, რომ თავად მას მოპარეს ბიტკოინები, რომლის ღირებულება თურმე 39 მილიონ დოლარს უდრის.

 


მისი ფონდის ხელმძღვანელზე 8 წლის წინ გაცემული და დაბრუნებული სესხის გამო საქმის აღძრვა, პასპორტების ჩამორთმევა და მძევლად აყვანა სერიოზულ ეჭვებს ბადებს“, - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

 

 

დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულს, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 2 500 000 ლარის ოდენობით შეუფარდა. გირაოს შეტანის ვადად მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 30 დღე განსაზღვრა.

 

 

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა, რომლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაშიც იმყოფებოდა მაინინგის შედეგად გამომუშავებული სრული კრიპტოვალუტა, 2017 წლის ოქტომბერში, ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი