ნიუ-იორკში 1976 წელს დაწესებული ჯილდო, რომელიც ფრანკოფონიის მიმართულებით ერთადერთ საერთაშორისო ჯილდოს წარმოადგენს, საქართველოს პრეზიდენტს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ფრანსის დრუენმა ფრანკოფონიის იდეალების მსახურებაში გამორჩეული ღვაწლისათვის გადასცა.
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ფრანცის დრუენმა მადლობა გადაუხდა საქართველოს პრეზიდენტს მასპინძლობისთვის.
,,თქვენ არასდროს შეგიწყვეტიათ ორ კუტლურას, საქართველოსა და საფრანგეთს შორის კავშირების გაბმა. თქვენ სამაგალითო როლს ასრულებთ დასავლეთთან პარტნიორობის კუთხით. თქვენი ქმედებებით უდიდესი წვლილი შეიტანეთ საქართველოში მყარი ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და მტკიცე დემოკრატიის შექმნაში.
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება ამ განვითარებას, თქვენი ქვეყანა მრავალი გამოწვევეის წინაშე დგას, მაგრამ თქვენ ინარჩუნებთ ქვეყნის ერთობას, დესტაბილიზაციის მცდელობების მიუხედავად.
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას იმ აუცილებელ პოლიტიკურ რეფორმებში, რომელშიც თქვენ ჩაერთეთ თქვენი პრეზიდენტად არჩევის დღიდან“, - განაცხადა მან.
საქართველოს პრეზიდენტმა ჯილდოსათვის მადლობა გადაუხადა ასამბლეას: ,,მადლობას ვუხდი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეას. ეს ჩემთვის პატივია და ეს სწორედ კულტურათა შორის დიალოგს წარმოადგენს, რისკენაც ჩვენ ყველანი ვისწრაფვით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.