საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე „საქართველოს ბანკის“ მიერ „სახელმწიფოს ორგანიზებული თავდასხმის ამსახველი კადრების დამალვას“ „სამარცხვინოს“ უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ბანკის მოგებამ მხოლოდ ამა წლის პირველ სამ თვეში, 301 მილიონი ლარის მოგება გამოიმუშავა - მოგების მარჟამ (ROE) თითქმის 30% შეადგინა და ეს არის „კლასიკური ქრონი კაპიტალიზმის მაგალითი, როდესაც ოლიგარქია და მსხვილი ბანკი ერთმანეთს ხელს აფარებს“.
„რითი აიხსნება „საქართველოს ბანკის“ მიერ (სახელმწიფოს ორგანიზებული თავდასხმის ამსახველი) კადრების დამალვის სამარცხვინო პოზიცია?
„საქართველოს ბანკმა“, მხოლოდ ამა წლის პირველ სამ თვეში, 301 მილიონი ლარის მოგება გამოიმუშავა. მოგების მარჟამ (ROE) თითქმის 30% შეადგინა. შედარებისთვის, ეს არის ამერიკულ ბანკებზე 3-ჯერ, ხოლო ევროპულ ბანკებზე 4-ჯერ მეტი მომგებიანობა (იგივე მდგომარეობაა 6%-იანი წმინდა საპროცენტო მარჟის თვალსაზრისით). ასეთი მოგება შეიძლება ჰქონდეს ფინტექ კომპანიებს, პატარა ინსტიტუტებს და ა.შ., მაგრამ 30%-იანი მომგებიანობა, ქვეყნის უმსხვილესი 28-მილიარდიანი აქტივების მქონე ფინანსური ინსტიტუტისთვის, ყველაზე რბილად არაკონკურენტულ, ხოლო ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ ფავორიტულ გარემოზე მიუთითებს.
შედარებისთვის, რა გააკეთა სამხრეთ კორეამ როცა არათუ ერთმა, ხუთმა მსხვილმა ბანკმა ასეთი მომგებიანობა დააფიქსირა? ბაზარი გახსნა, ახალ და მცირე მოთამაშეებს ხელი შეუწყო, რომ კონკურენტული გარემო გაეზარდა, რითაც ეკონომიკა და მომხმარებელი იხეირებდა. ჩვენ კი ვხედავთ კლასიკური ქრონი კაპიტალიზმის მაგალითს, როდესაც ოლიგარქია და მსხვილი ბანკი ერთმანეთს ხელს აფარებს. შედეგად კი, ვღებულობთ, რომ ყველანი (მოქალაქეები, მომხმარებლები, მსესხებლები, დეპოზიტარები და ა.შ.) ვაგებთ. თანაც ეს ტერორი როდის შეუბრუნდება იმავე მსხვილ ბიზნესს, ადვილი გამოსაცნობია, ამისთვის მეზობელ რუსეთს შეხედეთ. თუ გგონიათ დაცვით სიარულია გამოსავალი, ასევე ძალიან ცდებით“, — წერს გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.