მოსკოვი საქართველოსთან ფრენების აღდგენის შემდეგ, უკვე ღიად ალაპარაკდა „აფხაზეთის რკინიგზის“ აღდგენის საკითხზე. რუსები უტიფრობენ, მათ არ მიაჩნიათ, რომ „აფხაზეთის რკინიგზა“ დე-იურე საქართველოს რკინიგზის „აფხაზეთის მონაკვეთია“!..
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი, მარია ზახაროვა: „ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ გავხსნათ რკინიგზა რუსეთიდან სომხეთამდე, აფხაზეთის გავლით!“ - აი, ეს არის რუსეთის მზაკვარი პოზიცია. რუსები სახელწოდება საქართველოსაც (არათუ, სუვერენულ სახელმწიფოს!), არც კი ახსენებენ, თითქოს, აფხაზეთიდან სომხეთამდე „არსებული ტერიტორია, დაუსახლებელი ტრიალი მინდორია!“ ამ მოცემულობის პარალელურად კი, საქართველოს ხელისუფლება აკრიტიკებს დასავლეთს, ევროკავშირს და აშშ-ს, ანუ იმათ, ვისი არაღიარების პოლიტიკის წყალობითაც აფხაზეთი არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რის მიღწევასაც რუსეთი ცდილობს 2008 წლის 26 აგვისტოდან!
დღეს, საქართველოს ხელისუფლების „ფრთხილი" სტრატეგიაა - „არ გავაღიზიანოთ რუსეთი!“ ამავდროულად კი, ყოველგვარი „სიფრთხილის“ გარეშე, აღიზიანებენ დასავლეთს, ევროკავშირს და აშშ-ს (ლანძღავენ მათ ელჩებს და პარლამენტარებს!), განსაკუთრებით, ევროსტრუქტურებს, რომლებისგანაც საქართველო და ქართველი ხალხი ამ წლის ბოლოს ელოდება დადებით პასუხს, - ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას! აქედან გამომდინარე, რუსეთის მიმართ ხელისუფლების „არ-გაღიზიანების“ სტრატეგია, „მართლა“ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებით რომ იყოს გამოწვეული - მაშინ არც დასავლეთს, ევროკავშირ-აშშ-ს არ-გააღიზიანებდნენ!..
ასე რომ, ყოველივე ზემოთ თქმული, მართებულად აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ხელისუფლების მთავარი მიზანია - ხელისუფლების შენარჩუნება, რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში!!! დიახ, ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკური კურსი ტოვებს ამგვარ შთაბეჭდილებას, - იგი ამისთვის მზად არის „ყველაფერზე წავიდეს“, იმაზეც კი, რომ საქართველო დარჩეს იგივე პოლიტიკურ -სამართლებრივ სტატუსში, რომელშიც დღეს არის, ანუ, ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიღმა! ამის საბაბად და მიზეზად კი, ხელისუფლება დაასახელებს „ვერაგი და არაპროგნოზირებადი“ რუსეთის ფაქტორს, ოკუპანტის „შესაძლო ახალ“ სამხედრო აგრესიას და მთელი საქართველოს ოკუპაციას, მანამ, სანამ საქართველო „უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ მოხვდება“, - ანუ, ვიდრე გახდება ევროკავშირის და ნატო-ს წევრი!
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი - დამთავრებული აქვს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.