წეროვანში, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების
სარეაბილიტაციო ცენტრში, დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი
კვირეული მიმდინარეობს. კვირეულის ფარგლებში დაჭრილ-დაშავებული სამხედროების
შვილებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის ღია კარის დღე გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს
ბაზაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების შესაძლებლობა
ჰქონდათ. ღონისძიება სხვადასხვა სპორტული და შემეცნებით აქტივობებით იყო
დატვირთული. სპეციალურად ბავშვებისთვის მოწვეულმა გასართობი ცენტრის
წარმომადგენლებმა პოპულარული მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარადგინეს და
ბავშვებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ღონისძიების ფარგლებში „მხიარული სტარტებიც”
მოეწყო.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწესებულ
დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს 2021 წლიდან აღნიშნავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.