საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით, მასშტაბური
უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი 2023“ წარმატებით დასრულდა. წვრთნები საგანგებო
მდგომარეობისა და კრიზისული სიტუაციების დროს უწყებათაშორისი კოორდინაციის
დახვეწასა და გაღრმავებას ისახავდა მიზნად და მასში თავდაცვის ძალების ეროვნული
გვარდიისა და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად,
შინაგან საქმეთა, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები
მონაწილეობდნენ.
„პარტნიორ 2023“-ში ჩართული იყო ასევე, აშშ-ის არმიის საინფორმაციო და სამხედრო-
სამოქალაქო ოპერაციების ჯგუფი, ლიეტუვას ეროვნული თავდაცვის მოხალისეთა ძალები და
თავდაცვის მოხალისეთა ორგანიზაციები.
სწავლება საქართველოში სამ ლოკაციაზე, ამბროლაურის, თეთრიწყაროსა და ყვარლის
მუნიციპალიტეტებში კრიზისულ სიტუაციებში რეალურთან მიახლოებული სცენარის მიხედვით
მიმდინარეობდა. სცენარი ეპიდემიის მართვის, ხანძრის კერებზე რეაგირებისა და დივერსიული
ჯგუფების აღმოჩენა-განეიტრალების ოპერაციებს მოიცავდა. წვრთნების დასკვნით ეტაპს
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური დაესწრო. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა
სწავლების ამოცანისა და აღსრულების პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო,
მონაწილეებთან შეხვედრისა და სიტყვით მიმართვისას კი, ყურადღება მსგავსი მასშტაბისა და
უწყებათაშორისი წვრთნების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
საჩვენებელ სწავლებასა და „პარტნიორ 2023“-ის დახურვის ცერემონიაზე თავდაცვის მინისტრის
მოადგილე, დავით სუჯაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, გენერალ-მაიორი
ჯონი ტატუნაშვილი და ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ერონული გვარდიის
ხელმძღვანელი პირები და სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები
იმყოფებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.