8 ივლისს ლიცეუმში ჩარიცხვის მსურველი მოსწავლეები მათემატიკის გამოცდას ჩააბარებენ,
ხოლო 9 ივლისს ზოგადი უნარების გამოცდას. გამოცდებს შეფასებისა და გამოცდების
ეროვნული ცენტრი ცენტრალიზებულად ორ ქალაქში, თბილისსა და ქუთაისში ატარებს.
გამოცდების შედეგების მიხედვით, ლიცეუმში ჩასარიცხად შერჩეული მოსწავლეები,
გაივლიან სამედიცინო შემოწმებას. თუ რომელიმე მოსწავლე სამედიცინო შემოწმების
შედეგად მიიღებს უარყოფით პასუხს, ის ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს და მას
ჩაენაცვლება რეიტინგით მომდევნო მოსწავლე.
თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ჩასარიცხ მოსწავლეთა რაოდენობას დაემატა ადგილები
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედროთა შვილებისთვის.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურის
შვილი, რომელიც გადალახავს ზოგადი უნარებისა და მათემატიკის გამოცდაში 30%-იან
ბარიერს რეიტინგული სიის გარეშე ჩაირიცხება ლიცეუმში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.