სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის ბრალდებით 4 პირი დააკავა. როგორც ცნობილია, ოთხიდან სამი დაკავებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალის მცხოვრებია. ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან საუბარში დაკავებულთა ოჯახის წევრები გამორიცხავენ მათ კავშირს ISIS-თან და აცხადებენ, რომ იარაღი სპეცოპერაციის დროს ჩაუდეს.
„ჩემი შვილი გარეთ გაიყვანეს მანქანასთან, მეც გამიყვანეს, ჩემს მეუღლეს საწოლიდან ადგომა აუკრძალეს - არ ადგე თორე გესვრითო. რომ შემოვედით სახლში, ჩხრეკა დაიწყეს და ტანსაცმელიდან რაღაც წარწერიანი დროშა ამოიღეს. ამას, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირი ქონიაო - თქვეს. ჩემს შვილს იარაღი არ ქონია, ამაზე შემიძლია თავი დავდო. იარაღი თავად მოიტანეს და ჩადეს აქ. სახლი ალყაში მოაქციეს, დიდი სპეცოპერაცია მოაწყეს, დაახლოებით, 50-60 კაცი იქნებოდა“ - აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის დედა.
ISIS-თან კავშირში ერთ-ერთი ბრალდებულის ოჯახის წევრები კი აცხადებენ, რომ მეგობრობა და ნათესაობა აკავშირებთ იმ ბიჭებთან, რომლებმაც „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ვიდეომუქარა გაავრცელეს. მათივე განცხადებით, დროშებიც და იარაღებიც პოლიციამ ადგილზე თავად მიიტანა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 29 ნოემბერს სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ წარმოებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ყველა მისამართზე ჩხრეკა ჩატარდა. 4 პირის სახლიდან ამოღებულია ხელყუმბარა, ფისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები, მეხსიერებიც ბარათები, ინტერნეტმოდემები, სხვადასხვა ლიტერატრა და „ისლამური სახელმწიფოს“ მიკუთვნებული დროშები.
ოთხივე დაკავებული ამ დროისთვის თბილისში, დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით უკვე წარედგინათ. სასამართლო, დაკავებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.