საზოგადოების სწორად ინფორმირების მიზნით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ
გიორგაძემ თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა და ბოლო
პერიოდში გავრცელებულ არაერთ დეზინფორმაციას უპასუხა. მისი განცხადებით,
თავდაცვის კოდექსი ქართველი და საერთაშორისო პარტნიორების აქტიური
მონაწილეობითა და მათი გამოცდილების გაზიარებით შემუშავდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ კოდექსი მუშავდებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში. კოდექსის შემუშავებაში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო ექსპერტები. ასევე, შეთანხმება მოხდა ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან და პარტნიორ სახელმწიფოებთან,
ორგანიზაციებთან. აშშ-ისა და ნატოს დახმარებით, გვაქვს შემუშავებული და
დამტკიცებული თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი გეგმა და სწორედ იმ
გეგმებისთვის, რეფორმებისთვის, რაც ემსახურება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას,
აუცილებელია სამართლებრივი საფუძვლების შექმნა,“ - აღნიშნა გრიგოლ გიორგაძემ.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, ახალი კოდექსი სამხედროებისთვის მნიშვნელოვან
სოციალურ გარანტიებს ადგენს და ზრდის ნატოსთან ურთიერთთავსებადობას.
მან საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ,
კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციები აღნიშნულ საკითხს ვიწრო პოლიტიკური
ინტერესებისთვის იყენებენ. „მხოლოდ „გირჩი“ რჩება, რომელიც დისკრედიტაციას უკეთებს
ამ კოდექსს. სხვა დანარჩენი, აშშ, ნატოელი პარტნიორები თუ სხვა ექსპერტები, ყველა
მხარდაჭერას უცხადებს თავდაცვის კოდექსს, ვინაიდან ეს ემსახურება
თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას“, - განაცხადა
გრიგოლ გიორგაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.