საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ავსტრიელ კოლეგას შეხვდა
11-07-2023, 14:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ავსტრიელ კოლეგას თავდაცვის
სამინისტროში უმასპინძლა. ლელა ჩიქოვანმა არნოლდ კამელს საქართველოს ევროპული და
ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებების მიმართ, ასევე საქართველოს
სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა
გადაუხადა. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის თავდაცვის
სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა.

 


საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების რთულ გარემოსა და მზარდ
საფრთხეებს. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა აღნიშნა, საქართველო
აგრძელებს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციას, ძალისხმევასა და იმ რეფორმების
განხორციელებას, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, თავდაცვითი შესაძლებლობებისა
და მედეგობის გაძლიერებას ითვალისწინებს.

 


საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, არნოლდ კამელი თავდაცვის ინსტიტუციური
განვითარების სკოლაში (DIBS) „თავდაცვის უმაღლესი კურსის“ გახსნას დაესწრო და
მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ავსტრიის თავდაცვის სამინისტროს გენერალური მდივანი
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრა და
ცენტრის მუშაობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი