„თავდაცვის კოდექსის პროექტი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და სამხედროებისთვის
სოციალური გარანტიების დაწესებას გულისხმობს“, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ საქართველოს პარლამენტში
„თავდაცვის კოდექსის“ განხილვამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი
განცხადებით, აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მიღება, თავდაცვის ძალების უფრო მეტ
განვითარებასა და წინსვლას განაპირობებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავასრულოთ თავდაცვის კოდექსის პროექტის განხილვები,
ვინაიდან ამ კოდექსის მიღება უმნიშვნელოვანესია და ეს არის ეროვნული ინტერესი, რადგან ის
ემსახურება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, სამხედროებისთვის სოციალური
გარანტიების დაწესებასა და გაუმჯობესებას, ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას. ეს
ყველაფერი არის ეროვნული ინტერესი და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ამ
საკანონმდებლო აქტის მიღება, რაც განაპირობებს კიდევ უფრო მეტ განვითარებას და წინსვლას
ჩვენი თავდაცვის ძალების, ვინაიდან ყველა რეფორმას და იმ პროგრესს რაც მიმდინარეობს და
დაგეგმილია, სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები“, - განაცხადა გრიგოლ
გიორგაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.