ერთ-ერთმა ელჩმა თქვა, ეშინიათ, რომ საქართველოს გავლით ბევრი რუსი შევა ევროკავშირში. ევროკავშირში რუსეთის მოქალაქის შესვლას სჭირდება ვიზა, თუ არ უნდათ რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირში, ნუ მისცემენ ვიზებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ერთ-ერთმა ელჩმა თქვა, ეშინიათ, რომ საქართველოს გავლით ბევრი რუსი შევა ევროკავშირში. ევროკავშირში რუსეთის მოქალაქის შესვლას სჭირდება ვიზა, თუ არ უნდათ რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირში, ნუ მისცემენ ვიზებს. რაც შეეხება იმას, რამდენად სარისკოა საქართველოში ფრენები რუსეთის მოქალაქეების ევროპაში გამგზავრების თვალსაზრისით – მარტივი სტატისტიკა რომ მოვიყვანოთ, მაგალითად, დღეში თურქეთში რუსეთიდან დაახლოებით 100 პირდაპირი რეისი სრულდება, აზერბაიჯანში დაახლოებით 25, სომხეთშიც – დაახლოებით 25, ჯამში არის 150 რეისი. რაც შეეხება საქართველოს, დღეში სრულდება ხუთი რეისი. ახლა თავადაც შეგიძლიათ, განსაჯოთ, რა მასშტაბებზეა საუბარი. როგორ შეიძლება, საქართველოში ფრენები გახდეს რაღაცნაირად რისკების საფუძველი. ეს ხომ ცარიელი სპეკულაციაა, ტყუილებია. როგორ შეიძლება, ელჩი ასეთ რამეს კადრულობდეს, ან ნებისმიერი პოლიტიკოსი, ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს უნდა უფრთხილდებოდეს. არ შეიძლება ასეთი ტყუილებით რაღაც პიარული სვლების დაგეგმვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.