"მემარცხენე ალიანსი" პენსიის 200 ლარამდე გაზრდას ითხოვს
01-12-2015, 04:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„პენსიონერები კვლავაც მედიკამენტების გარეშე რჩებიან“, - აღნიშნულ თემაზე დღეს, „მემარცხენე ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და მთავრობისგან სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების შეტანა მოითხოვა, რომლის შედაგადაც პენსიის ოდენობა 200 ლარამდე  გაიზრდება.


ჯიბლაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტისათვის მესამე მოსმენისთვის განსახილველად დაბრუნებულ 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში მხოლოდ ნაწილობრივად არის დაკმაყოფილებული პარტია „მემარცხენე ალიანსის“ მოთხოვნა პენსიების 40 ლარით გაზრდასთან დაკავშირებით, ამავე დროს არ არის გათვალისწინებული პარტიის მოთხოვნა, რომ პენსიონერების  მედიკამენტებით უზრუნველყოფა შესულიყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში.


„პარლამენტისაგან მოვითხოვთ, მთავრობასთან გაიაროს დამატებითი კონსულტაციები და არსებული ფინანსური რესურსების გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში შეიტანოს ცვლილებები, რომლის შედაგადაც პენსიის ოდენობა გაიზრდება 200 ლარამდე, ხოლო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით პენსიონერებისათვის მედიკამენტები გახდება უფასო. ამით კოალიცია „ქართული ოცნება“ ნაწილობრივ მაინც შეასრულებს თავის წინასაარჩევნო დაპირებას - გაზარდოს პენსია საარსებო მინიმუმამდე“- განაცხადა პაატა ჯიბლაძემ.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი