დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მეორე ნაკადი აშშ-ში დღეს, გამთენიისას გაემგზავრა.
ISAF-ის მისიაში და 2008 წლის აგვისტოს ომში მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცები პროთეზირების პროგრამას აშშ-ში, სან დიეგოს პიტერ ჰარშის საპროთეზო კლინიკაში გაივლიან.
სამხედროები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მედეა ბეთაშვილმა, ოჯახის წევრებმა და თანამებრძოლებმა გააცილეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პიტერ ჰარშის საპროთეზო კლინიკაში, რეაბილიტაციის კურსი მეორე ეტაპზე ექვსი სამხედრო მოსამსახურეს ჩაუტარდება. დაშავებულ სამხედროებს მექანიკურ კიდურებს ბიო-მიკრო პროცესიანი პროთეზით შეუცვლიან. უახლესი თაობის ელექტრო კიდური მათ რთულ რელიეფზე გადაადგილებას გაუადვილებს და ექსტრემალური პირობების გამძლე ახალი პროთეზი ჯარისკაცებს მეტი აქტიურობის საშუალებას მისცემს.
სამხედროების მკურნალობის კურსს აშშ-ში ზედამხედველობას ქართველი ექიმი, მაიორი ზვიად ბურძგლა უწევს.
სამინისტროს ინფორმაციითვე, სან დიეგოს კლინიკაში რეაბილიტაციის კურსი თითოეული სამხედროსთვის ინდივიდუალურია. მათი შერჩევა დაზიანებების სიმძიმის მიხედვით ხდება.
პროთეზირების კურსი პირველ ეტაპზე ექვსმა სამხედრო მოსამსახურემ უკვე გაიარა. ისინი საქართველოში 15 თებერვალს დაბრუნდნენ.
ამჟამად, პიტერ ჰარშის კლინიკაში რეაბილიტაციის კურსის გასავლელად პირველ ეტაპზე გაგზავნილი ორი სამხედრო მოსამსახურე რჩება.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ყველა ჯარისკაცი საკუთარ ქვედანაყოფს დაუბრუნდება და შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებს მსახურს.
დაჭრილი სამხედრო მოსამსაახურეები რეაბილიტაციის კურსის გასავლელად აშშ-ში ეტაპობრივად გაემგზავრებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.