საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი ISIS-ისთან კავშირში ბრალდებულების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ მზად არის, მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში საქართველოს მხარი დაუჭიროს.
მისი თქმით საქართველოს ჰყავს სახიფათო სამეზობლო, რაც საზღვრის მიღმა თანამშრომლობას აუცილებელს ხდის.
"საზღვრის უსაფრთხოების გაუმჯობესების თვალსაზრისით, ბევრი რამ კეთდება. მაგალითად, ინფორმაციის გაცვლის კუთხით, ჩამოყალიბებულია თანამშომლობა. ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს - მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოს", - აღნიშნა იან კელიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.