საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“
ეთერში საუბრისას განაცხადა რომ, თავდაცვის კოდექსი რელიგიური მიმართულებით
დისკრიმინაციული არ არის. „სახელმწიფოს მიმართ „გირჩის“ პირველი პრეტენზია იყო, რომ
წვევამდელებს ვანაწილებდით სხვადასხვა უწყებებში, რაც აღმოფხვრილი იქნება. თავდაცვის
კოდექსი რომ იყოს დისკრიმინაციული რომელიმე რელიგიური ჯგუფის მიმართ,
კონსტიტუციური რისკები იქნებოდა და მის განხილვებამდე „გირჩი“ საკონსტიტუციო
სასამართლოს მიმართავდა“,- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. თავდაცვის მინისტრმა
აღნიშნა, რომ „გირჩს“ რელიგიასთან არანაირი შეხება არ აქვს. ჩვენ შეცდომა დავუშვით, რომ
შინაარსობრივ განხილვაში არ შევედით და ეს ლეგიტიმაცია ცალსახად მივანიჭეთ მათ.
რეალურად ეს არ არის ეკლესია, ესენი არ არიან სასულიერო პირები, შესაძლოა მიმდინარეობა
დააფუძნონ, მაგრამ არანაირი შეხება მათ რელიგიასთან არ აქვთ და ვერ ექნებათ,“ - განაცხადა
თავდაცვის მინისტრმა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდაცვის კოდექსზე მუშაობა რამდენიმე
წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და აღნიშნულ საკითხებს საკმაოდ ფართო პირთა წრე,
მათ შორის სამართალმცოდნეები განიხილავდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.