ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის ინიციატივის ფარგლებში,
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის
დეპარტამენტის აღმოსავლეთ და დასავლეთ ბატალიონების ორმა ოცეულმა საჩვენებელი
საველე-სიტუაციური სწავლება ჩაატარა. სიმულაციური სცენარის მიხედვით, სამხედრო
პოლიციის ეკიპაჟების მიერ VIP პირის უსაფრთხო გადაადგილების მხარდაჭერის, ევაკუაციის,
საეჭვო ავტომანქანის შეჩერებისა და დაკავების ოპერაცია განხორციელდა.
ორკვირიან სწავლებას ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის წევრი
ქვეყნებიდან მოვლენილი ცხრა ინსტრუქტორი უძღვებოდა. წვრთნები მიზნად ისახავდა ნატოს
მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის (NATO MNMPBAT) ბატალიონთან საქართველოს
სამხედრო პოლიციის ოცეულების თავსებადობისა და მათი მზადყოფნის განსაზღვრას, ნატოს
სამხედრო პოლიციის მრავალეროვნულ ბატალიონში გასაწევრიანებლად. სამხედრო პოლიციის
დეპარტამენტის უფროსმა, თავდაცვის პოლკოვნიკმა კახა პეტრიაშვილმა უცხოელ
ინსტრუქტორებს მადლობის სიგელები გადასცა.
დღეისათვის, სრულიად სერტიფიცირებულია სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის
ერთი ოცეული, რომელიც უკვე ჩართულია ნატოს სამხედრო პოლიციის მულტინაციონალური
ბატალიონის ყველა სწავლებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.