განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტმა სასკოლო ასაკის 5 წლამდე შემცირების ინიციატივას მხარი არ დაუჭირა
01-12-2015, 05:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტმა სასკოლო ასაკის 5 წლამდე შემცირების ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. "ნაციონალური მოძრაობის"დეპუტატის, კობა სუბელიანის მიერ წარდგენილი კანონპროექტის განხილვა კომიტეტში დებატებით წარიმართა. კომიტეტის თავმჯდომარემ, ვანო კიღურაძემ სუბელიანის პროექტის დაწუნების მიზეზად სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები დაასახელა და განაცხადა, რომ საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ბავშვები სკოლაში 6 წლის ასაკიდან მიდიან.

 


"მგონია, რომ თუ ბავშვს 6 წელი არ შეუსრულდა, ცოდოა, მისი სკოლაში გაშვება. გახსოვდეთ, რომ საქმე ბავშვებს ეხება. იმისთვის, რომ პოლიტიკური ქულები ჩაიწეროთ, ამ ძალიან ფაქიზი თემის პოლიტიზება, საჭირო არ არის", – განაცხადა კიღურაძემ.

 


თავის მხრივ, საკითხის ინიციატორი, დეპუტატი კობა სუბელიანი ამტკიცებს, რომ სურვილის შემთხვევაში, მშობელს ბავშვის 5 წლის ასაკიდან სკოლაში მიყვანის საშუალება უნდა ჰქონდეს. პროექტის მიხედვით საუბარია ბავშვებზე, რომლებსაც 6 წელი პირველ იანვრამდე უსრულდებათ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი