დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში თავდაცვის
ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) შემეცნებითი სალექციო კურსის - „მე,
საქართველოს მომავალი“ დახურვის ცერემონიალი გაიმართა. ერთთვიან კურსში, რომელიც
ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხების საბაზისო
ცოდნის გაზიარებას მოიცავდა, ახალგაზრდული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრები
მონაწილეობდნენ. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები გრიგოლ
გიორგაძე და დავით სუჯაშვილი დაესწრნენ. გრიგოლ გიორგაძემ მონაწილეებს თავდაცვის
კოდექსის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მინისტრის მოადგილეებმა კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვეს და მათ ეროვნული
თავდაცვის აკადემიის რექტორთან, მამია ბალახაძესთან ერთად სერტიფიკატები და სამახსოვრო
საჩუქრები გადასცეს. მსმენელებს ერთი თვის განმავლობაში ლექციებს თავდაცვის
სამინისტროდან და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან მოწვეული მომხსენებლები
უტარებდნენ.
შემეცნებითი კურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას
ეროვნული თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამხედრო საქმესთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.