უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა
18-07-2023, 17:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს აბდულა არიპოვს აჭარაში უმასპინძლა. უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად სამუშაო სადილი გაიმართა, სადაც საქართველოს და უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.

 

 

დღესვე,აბდულა არიპოვს და საქართველოში ვიზიტად მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პორტები, საზღვაო ინფრასტრუქტურა და ამ სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

 


დელეგაციას ბათუმსა და ფოთში ლევან დავითაშვილთან ერთად აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა და სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა უმასპინძლეს. მათ უზბეკ სტუმრებთან ერთად დაათვალიერეს ფოთის საზღვაო პორტი და აკვატორია სანაპირო დაცვის გემით, ასევე გაეცნენ ბათუმის პორტის ინფრასტრუქტურას და მუშაობას და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.

 

 

უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტი დღეს დასრულდა. აბდულა არიპოვი ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა.

 

 

უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, საქართველოს 17 ივლისს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები, რის შემდეგაც საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების ერთობლივი პრაქტიკული ღონისძიებების 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი