საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს მასწავლებლებთან შეხვედრებს. მინისტრმა მორიგი სამუშაო შეხვედრა ქალაქ ბათუმში, აჭარის რეგიონის სხვადასხვა სკოლის 200-ზე მეტ პედაგოგთან გამართა.
მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებთან ზოგადი განათლების სისტემის გაუმჯობესების კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილა და მოისმინა მათი მოსაზრებები სკოლებში არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ.
გიორგი ამილახვარმა ყურადღება გაამახვილა პროფესიული განვითარების სქემის ირგვლივ არსებულ საკითხებზე. მისი თქმით, მასწავლებელთა კარიერული წინსვლის მხარდასაჭერად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურ რეჟიმში აგრძელებს პედაგოგთა პროფესიული განვითარების სისტემის გადახედვის პროცესს, რაც, თავის მხრივ, მათი მაქსიმალური ჩართულობით არსებული სქემის დახვეწას გულისხმობს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მასწავლებლებთან შეხვედრები და მათი მონაწილეობა კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა სამინისტროს მიერ განხორციელებული თითოეული ინიციატივა მაქსიმალურად ითვალისწინებდეს პედაგოგთა საუკეთესო ინტერესებს.
შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო სასკოლო სახელმძღვანელოების გაუმჯობესებისა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს განვითარების ხელშეწყობის საკითხებს.
მასწავლებლებთან შეხვედრაში მონაწილეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა მიიღეს.
გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, ზოგადი განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების მიზნით, მასწავლებლებთან შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.
ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.