საქართველო, როგორც რუსეთის და თურქეთის მოსაზღვრე სახელმწიფო, ისარგებლებს ნეიტრალიტეტით!
01-12-2015, 06:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გუშინ, პარიზში საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა კონტრაბანდისტობაში დაადანაშაულა თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი! პუტინმა თქვა, რომ რუსეთმა მოიპოვა უტყუარი დასაბუთება იმისა, რომ თურქეთი ახორციელებდა ნავთობის შესყიდვას ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოსგან", რაც გახდა მიზეზი რუსული ბომბდამშენის ჩამოგდებისა თურქების მიერ, რადგანაც რუსული თვითმფრინავი აწარმოებდა იმ კომუნიკაციების დაბომბვას, რომლის მეშვეობითაც თურქებს გადაჰქონდათ კონდრაბანდისტული ნავთობი თურქეთ–სირიის საზღვარზე! პუტინის ამ ბრალდებას ერდოღანმა უპასუხა და განაცხადა, რომ რუსეთის ეს ბრალდება ამორალურია და იგი მზადაა გადადგეს პრეზიდენტის პოსტიდან, თუ პუტინის ეს ბრალდება დადასტურდება! ამავდროულად, თურქებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სანქციებს, ისინი უემოციოდ, მაგრამ შესაბამისად უპასუხებენ! ეს გახლავთ საერთაშორისო სკანდალი, რომელსაც დიდი ალბათობით მწვავე გაგრძელება ექნება! სავარაუდოდ, შექმნილ სიტუაციაში რუსები იხელმძღვანელებენ პრინციპით, – "თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ" ("ოკა ზა ოკა, ზუბ ზა ზუბ"), რადგანაც პრეზიდენტ პუტინის და ზებირთვული რუსეთის ავტორიტეტი, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, თურქებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს! "სუსტ" პუტინს რუსები "ჩამოაგდებენ", ხოლო "სუსტ" რუსეთს უცხოელები "უფრო მეტს გაუბედავენ"! ამიტომ, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელია შურისგების აქტი, რუსები ამის "მიზეზს გამოძებნიან"! აქედან გამომდინრე, ნატო–ს მე – 5 პარაგრაფს, რომელიც ავალდებულებს ალიანსს დაიცვას მისი წევრი სახელმწიფო (ამ შემთხვევაში, თურქეთი), სერიოზული გამოცდა ელის!!

 

 

რუსეთ–თურქეთის გამწვავებული ურთიერთობა და მასთან დაკავშირებული პროცესები თუ როგორ განვითარდება, ამაზე ძლიერნი ამა ქვეყნისა იზრუნებენ, იმედია, რომ დიდი ომი არ გაჩაღდება! ამ საკითხთან მიმართებით, საქართველოს არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია და ჩვენი საზრუნავი საკუთარი თავია, რასაც ხელისუფლება უკვე უნდა აკეთებდეს! ხელისუფლებას შევახსენებ, რომ საქართველოს ჩრდილოეთიდან რუსეთი, ხოლო სამხრეთიდან თურქეთი ესაზღვრება და საერთო სახმელეთო საზღვარი რუსეთს და თურქეთს ერთმანეთთან არ აქვს, მათ შორის საქართველოა. მოგეხსენებათ, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი რეგიონი, სადაც რუსული სამხედრო ბაზებია განლაგებული, ხოლო ნატო–ს წევრ თურქეთთან საქართველოს ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს და ერთობლივ საწვრთნელ შეკრებებსაც ატარებს მის სამხედრო დანაყოფებთან ერთად. მოკლედ, თურქეთ–რუსეთის არსებული დაპირისპირების საომარ ფაზაში გადასვლის შემთხვევაში, კავკასიის მონაკვეთზე რუსეთის მთავარი მიმართულება იქნება მისი სამხედრო ბაზის გაძლიერება სომხეთის ტერიტორიაზე, რომელიც ესაზღვრება თურქეთს (რუსეთს სომხეთთან საერთო საზღვარი არა აქვს). ამიტომ, დიდია ალბათობა იმისა, რომ რუსეთმა ჩვენი ოკუპირებული რეგიონებიდან (უწინარესად, ცხინვალიდან) დაიწყოს სამხედრო ძალების გადაყვანა სომხეთში, საქართველოს ტერიტორიის გავლით.

 

 

ამავდროულად, თურქეთი, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მითუმეტეს ნატო–სთან თანამშრომლობის კუთხით, რუსეთის ასეთი ქმედების საპასუხოდ, საქართველოსგან უეჭველად მოითხოვს შესაბამის მოქმედებას, ანუ წინააღმდეგობის გაწევას რუსული სამხედრო ძალისადმი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ჩაებმება საომარ მოქმედებებში, რაც კატასტროფის ტოლფასი იქნება ჩვენთვის!.. არაფერს არ ვამუქებ, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია მზად იყოს ნებისმიერი სცენარისათვის, არაფერია გამორიცხული! ამიტომ, რათა თავიდან აცილებული იქნას მოვლენების განვითარების ზევით მოყვანილი დრამატული ვარიანტი, საქართველოს ხელისუფლებამ წინსწრებით უნდა გააკეთოს განცხადება, რომ მთლიანად მხარს უჭერს რუსეთ–თურქეთს შორის არსებული დაპირისპირების უსწრაფეს განმუხტვას და რაც საქართველოსგანაა დამოკიდებული, ყველაფერს გააკეთებს ამისათვის! წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ დაპირისპირება გამწვავდება და საფრთხე შეექმნება საქართველოს სახელმწიფოს და მის მოქალაქეებს, მაშინ, საქართველო მიმართავს გაერო–ს უშიშროების საბჭოს დახმარებისთვის და როგორც რუსეთის და თურქეთის მოსაზღვრე სახელმწიფო ისარგებლებს ნეიტრალიტეტის საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებული სტატუსით და არ ჩაერევა არანაირი ფორმით წარმოებულ დაპირისპირებაში. მხოლოდ, ჰუმანიტარული სახის მზადყოფნა იქნება საქართველოს მხრიდან შესაძლებელი, ისიც, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები გაუწევენ კოორდინირებას!!!..


ჯუმბერ კირვალიძე,

პოლიტოლოგი

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი