GUARDIAN.GE - თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ უკრაინა რუსული ძალების წინააღმდეგ ამერიკულ კასეტურ ბომბებს იყენებს. ეროვნული უსაფრთხოების სპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, პირველადი გამოხმაურება მიუთითებს, რომ ისინი „ეფექტურად“ გამოიყენებოდა რუსეთის თავდაცვით პოზიციებსა და ოპერაციებში.
კასეტური ბომბები მრავალ ბომბს ფანტავს და აკრძალულია 100-ზე მეტი სახელმწიფოს მიერ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საფრთხის გამო. შეერთებულმა შტატებმა თანხმობა განაცხადა, რომ მიაწოდებდა კასეტურ ბომბებს უკრაინას, რითაც უკრაინისთვის საბრძოლო მასალების მიწოდებას გაზრდიდა. უკრაინამ პირობა დადო, რომ ბომბები გამოყენებული იქნება მხოლოდ რუსი ჯარისკაცების შესავიწროებლად.
„ისინი იყენებენ მათ სათანადოდ“, თქვა კირბიმ. „ისინი იყენებენ მათ ეფექტურად და ისინი რეალურად გავლენას ახდენენ რუსეთის თავდაცვით ფორმირებებზე და რუსეთის თავდაცვით მანევრირებაზე“.
პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა უკრაინისთვის კასეტური ბომბების მიწოდების თაობაზე გადაწყვეტილებას „ძალიან რთული“ უწოდა, ხოლო მისი მოკავშირეები - დიდი ბრიტანეთი, კანადა, ახალი ზელანდია და ესპანეთი მათ გამოყენებას ეწინააღმდეგებოდნენ.
ბომბების გაგზავნის შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებაზე რეაგირებისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს აქვს ანალოგიური იარაღი და მოსკოვი ამ ბომბებს გამოიყენებს, „თუ ისინი ჩვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული“.
მომზადებულია BBC-ზე დაყრდნობით, GUARDIAN.GE -ის მიერ
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.