ცაგერის მუნიციპალიტეტში, კურორტ „ლაშიჭალის“ მიმართულებით საავტომობილო გზის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ადგილზე მუშაობს ტექნიკა, მიმდინარეობს სავალი ნაწილის ხრეშით მოწყობის სამუშოები. სამუშაოებს შპს „ავტოგზალენტეხი“ აწარმოებს.
მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მერის მოადგილეებმა მამუკა ხიმშიაშვილმა და რევაზ ახვლედიანმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.
წლევანდელ საკურორტო სეზონს „ლაშიჭალა“ მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურით შეხვდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.