კახა კალაძემ გიორგი მარგველაშვილის „ნაციონალურ მოძრაობაში“ შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
25-07-2023, 13:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ყველა პოლიტიკოსი თავად წყვეტს, ვისთან და რა ფორმით გაერთიანდება, თუმცა, როდესაც ეს გარკვეული თანხის სანაცვლოდ კეთდება, უმძიმესი სანახავია.

 


ამის შესახებ მან „ნაციონალურ მოძრაობაში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით მედიის მიერ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

 


მისი განმარტებით, სამწუხაროა, რომ დღევანდელ ოპოზიციას მსგავსი პოლიტიკოსები წარმოადგენენ.

 

 

„ნებისმიერი ადამიანის გადასაწყვეტია, ვისთან, როგორ, რა ფორმით გაერთიანდება, თუმცა, როდესაც ფულს იღებ იმისთვის, რომ რაღაც პოზიცია დაიჭირო, ძალიან მძიმე ფაქტია, მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკოსი გქვია. რა თქმა უნდა, შეიძლება გქონდეს განსხვავებული მოსაზრება, პრინციპები, რაღაცის გჯეროდეს, მაგრამ როცა ამას ფულის გამო აკეთებ და განცხადებებში თეთრზე შავს ამტკიცებ, ეს არის უმძიმესი. სამწუხაროა და ძალიან ცუდია, რომ დღევანდელ პოლიტიკაში ასეთი ადამიანები არიან, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საზოგადოება, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ყველას შესაბამის პასუხს გასცემს, როდესაც ამის დრო მოვა და საჭიროება დადგება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 

 

მისივე თქმით, ის პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს შესაძლო გაერთიანებაზე საუბრობენ, რეალურად ერთი გუნდის წევრები არიან და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იმართებიან.

 


„არ ვიცი, მომავალი არჩევნებისთვის ვინ ვისთან გაერთიანდება. სახელს და გვარებს, რომელთაც თქვენ მისახელებთ, არანაირი გაერთიანება არ სჭირდება - ფაქტობრივად, ერთი გუნდის წევრები არიან და „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ. არ ვიცი, რა მორალზეა ზოგადად საუბარი, როდესაც ამას ფულის გამო აკეთებ, არ აქვს მნიშვნელობა, რა რაოდენობის თანხაზეა საუბარი. არ ვიცი, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ვინ, როგორ, რა ფორმით იასპარეზებს არჩევნებზე, მაგრამ ერთი რამ ცხადია - ამ ადამიანებს ჰყავთ ერთი პატრონი, ერთიანად იმართებიან და ერთი ხერხემალი აქვთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი