ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების - აბული-კარტიკამის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე იგება რკინა-ბეტონის გზა და სოფლის მოსახლეობა მალე შეუფერხებლად შეძლებს გადაადგილებას.
რკინა-ბეტონის საფარი გზის 4048-მეტრიან მონაკვეთს მოიცავს.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მისი ღირებულება 1 165 024 ლარს შეადგენს.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს კომპანია შპს „ჯავახავტოგზა“ ასრულებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.