"ჩვენ ვხედავთ მამა გაბრიელში, რომ საქართველოს ეკლესია ცოცხალია, ძლიერდება", - ბრძანა ქადაგებისას მეუფე დანიელმა სვეტიცხოველში, სადაც მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებია დასვენებული.
მან მამა გაბრიელის ღვაწლი მისი უწმინდესობისას შეადარა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეს "ორი მნათობი" ჰყავს.
"დღეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში განსაკუთრებული ზეიმია. უახლესი ისტორიის მანძილზე, როგორც ერის, ასევე ეკლესიის ისტორიაში, არ ყოფილა წმინდანთა შერაცხვის შემდეგ მათი გადასვენება, წმინდანთათვის შესაფერის საკრძალთან შესაბამისი პატივის მიგება. ეს არის ზეიმი, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი თანამედროვე ქრისტიანული ეკლესიისა. დღეს მთელი საქართველო გრძნობს, რომ მამა გაბრიელს ყოველი ჩვენგანი უყვარს. იგი მზად არის, ყოველი ჩვენგანისთვის ჯვარზე გაეკრას, ასეთი იყო მისი ცხოვრება. იგი მუდამ ტიროდა, იმიტომ, რომ ხედავდა სულიერად დაუძლურებულ საზოგადოებას და ევედრებოდა ღმერთს, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორებულიყო. იგი ებრძოდა ძალას, რომელიც ადამიანებს სარწმუნოებრივ ცხოვრებას უშლიდა. მან, შეიძლება ითქვას, კერპი შემუსრა. ანუ უღმერთო ბელადის ფოტოსურათი, დიდი ზეიმის დროს, როდესაც ყველანი აღნიშნავდნენ ათეისტური მსოფლმხედველობის, რეჟიმის ზეიმს, მან ეს კერპი დაამხო. იგი მარტო გამოვიდა იმპერიის წინაშე და ღმერთმა ის გადაარჩინა. წარმოგიდგენიათ, როგორი წამება გამოიარა მან ამისთვის?! იგი ძალიან დიდხანს აწამეს და ამ ყველაფერს გაუძლო და არათუ არ დაკარგა ფიზიკური და სულიერი ძალა, არამედ კიდევ უფრო განმტკიცდა. წყლულების მიუხედავად, რომელიც წამების შედეგად დარჩა, მხოლოდ სიყვარულს აფრქვევდა. ეს ხდებოდა მეოცე საუკუნის დასასრულს. ეს იყო წარმოუდგენელი მაგალითი სარწმუნოებისა. ჩვენ ვხედავთ, როგორ ყველას გვაქვს დიდი მადლიერება მის მიმართ. ამიტომ მისი აღმოყვანება საფლავიდან და ეს რიტუალი დიდი ზეიმია. ჩვენ ვხედავთ მამა გაბრიელში, რომ საქართველოს ეკლესია ცოცხალია, მადლმოსილია, იგი კიდევ უფრო ძლიერდება და ასეთივე მაგალითს ჩვენ ვხედავთ მისი უწმინდესობის ცხოვრებაში. როგორც მამა გაბრიელი, მისი უწმინდესობაც ამ უღმერთობის ჟამს ჯვარზეა გაკრული და მისი ლოცვით დიდი სულიერი აღმავლობა ხდება. შეიძლება ითქვას, ეს ორი მნათობი ჰყავს დღეს საქართველოს და ღმერთმა მათი ლოცვით, სულიერად გაჯანსაღებული, გაძლიერებული და ასევე ტერიტორიულად გამთლიანებული ჩვენი ქვეყანა გვანახოს. ეს აუცილებლად მოხდება, თუკი ჩვენ ყველანი იმ მოძღვრებას მივყვებით, რასაც ისინი გვიქადაგებენ - ეს არის ჭეშმარიტი ქრისტიანული სარწმუნოება", - ბრძანა მეუფე დანიელმა და მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა, რომელსაც ერის ფერისცვალების დღესასწაული უწოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.