ყველას გვესმის, რომ ჩვენს წინაშე საერთო საფრთხეა და ეს საჭიროს ხდის თანამშრომლობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ ISIS-ს საფრთხესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა.
"საკმაოდ რთული დროა და საქართველო მდებარეობს რთულ რეგიონში. ყველას გვესმის, რომ ჩვენს წინაშე საერთო საფრთხეა. ეს საჭიროს ხდის თანამშრომლობას როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს, ასევე საქართველოსა და რეგიონში მის მეზობლებს შორის", - აღნიშნა ელჩმა და დაამატა.
"ხორციელდება ინფორმაციის გაცვლა. ჩვენ ვცდილობთ უზრუნველყოფილი იყოს საზღვრებზე კონტროლი. ძალიან კმაყოფილი ვართ იმ თანამშრომლობით, რომელიც საქართველოსთან გვაქვს", - აღნიშნა იან კელიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.