GUARDIAN.GE - ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი პოსტზე 7 თვეზე ნაკლები პერიოდით მუშაობის შემდეგ, პრეზიდენტის ბრძანებით თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მიზეზი კი არ დასახელებულა. იგი ქვეყნის პრეზიდენტის, სი ძინპინის ახლო მეგობარი იყო და საგარეო საქმეთა მინისტრად გასული წლის დეკემბერში დაინიშნა. 57 წლის განი საჯაროდ 25 ივნისის შემდეგ არ გამოჩენილა, რამაც საზოგადოებაში არაერთი ვარაუდის გავრცელებას შეუწყო ხელი.
იგი ჩინეთის ისტორიაში იშვიათი გამონაკლისი იყო, რომელიც მაღალ თანამდებობაზე ახალგაზრდა ასაკში დაინიშნა. მანამდე 2 წელიწადზე ნაკლები დროის განმავლობაში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, შემდეგ კი საგარეო საქემთა სამინისტროს სპიკერი. მას სი ძინპინის საზღვარგარეთ ვიზიტების მომაზადებაში თავისი როლი ჰქონდა, რამაც შესაძლებლობა მისცა ახლოს ემუშავა ჩინეთის ლიდერთან.
ქვეყნის მთავარი დიპლომატის პოსტს „კომუნისტური პარტიის“ საგარეო საქმეების ხელმძღვანელი უანგ იი ჩაიბარებს, რომელიც ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე 2013-2022 წლებში უკვე მუშაობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.