კოჯორში „ჯარის ბანაკი" აქტიურად გრძელდება
27-07-2023, 12:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კოჯორში ,,ჯარის ბანაკი‘’ აქტიურად გრძელდება. გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა
აკადემია „ჯარის ბანაკის“ უკვე მეხუთე ნაკადს მასპინძლობს. მოსწავლეებს დღის მანძილზე
ჯერ თეორიული მეცადინეობები უტარდებათ, შემდეგ კი პრაქტიკულ ნაწილში ეჯიბრებიან
ერთმანეთს. პირველადი სამედიცინო დახმარება, სახმელეთო ნავიგაცია, თვითგადარჩენა,
საცეცხლე, სამთო და საინჟინრო მომზადება, ასევე გუნდურობა და ეფექტური კომუნიკაცია - ეს
ის ჩამონათვალია, რომელიც „ჯარის ბანაკში“ ერთი კვირის განმავლობაში ისწავლება.

 

საღამოობით კი, „ჯარის ბანაკს“ თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის და ეროვნული
თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები სტუმრობენ და ბავშვებთან საინტერესო შეხვედრებს
აწყობენ. ამჯერად, სამხედრო ისტორიკოსმა გიორგი ბერიძემ და ქართული იარაღების
მუზეუმის დამაარსებელმა დავით ნასარიძემ უფროსკლასელებს სამხედრო ისტორიის შესახებ
ინფორმაცია მიაწოდეს და უძველესი დროის უჩვეულო საბრძოლო იარაღები წარუდგინეს.
საღამოს ბავშვებმა კოცონის ირგვლის გადაინაცვლეს და სერჟანტ-ინსტრუქტორებთან ერთად
სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს.


დაუვიწყარი თავგადასავლებით სავსე „ჯარის ბანაკი“ საქართველოს მასშტაბით ყველა იმ
სკოლის უფროსკლასელებს უხსნის კარს, სადაც საგნები „თავდაცვა და უსაფრთხოება“ და
„სამხედრო საქმე“ ისწავლება. „ჯარის ბანაკს“, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო, განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, ახორციელებს ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული
სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის
შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას ისახავს მიზნად.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი