რუსეთიდან ათი ათასობით ადამიანის უკონტროლო შემოდინება, ტურისტის თუ „სხვა სახით“, პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას!
28-07-2023, 09:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ქოცებო“, ისე ვატყობ, რომ თქვენი უგუნური (არ მინდა ვიფიქრო, რომ „გამიზნული“?!) პოლიტიკის წყალობით, სწორედ თქვენ მისცემთ ოკუპანტ რუსებს - „მეორე ფრონტის გახსნის“ საბაბს! დიახ, რუსეთიდან ათი ათასობით ადამიანის უკონტროლო შემოდინება, ტურისტის თუ „სხვა სახით“, პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას! მითუმეტეს, რომ რუსეთის მოქალაქეების გარკვეული ნაწილი გამომწვევად იქცევა, ისინი „სპეციალურად“ აკეთებენ შეურაცხმყოფელ განცხადებებს, საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რასაც დიდი ალბათობით, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ადეკვატური მოქმედებები მოყვება, რაც ოკუპანტმა რუსებმა შეიძლება ახალი აგრესიისთვის გამოიყენონ! ამიტომ, ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღოს შემდეგი ზომები:

 


1) რუსეთის ფედერაციასთან 1-ელი სექტემბრიდან დაწესდეს სავიზო რეჟიმი.

 

 

2) რუსეთის ფედერაციიდან ვიზით შემოსული მოქალაქეებისათვის საქართველოში ყოფნის ვადა განისაზღვროს 1 თვით.

 

 

3) რუსეთის ფედერაციასთან შეწყდეს საჰაერო და საზღვაო მიმოსვლა, გარდა სახმელეთოსი (ლარსის საბაჟო-სასაზღვრო გამშვები პუნქტი).

 

 

4) რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ, ანუ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ (ცხინვალის რეგიონის გარშემო და აფხაზეთის, მდინარე ენგურის მონაკვეთზე) გაძლიერდეს პოლიციის შესაბამისი დანაყოფების პატრულირება.

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი - დამთავრებული აქვს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი