ამერიკული გამოცემები, The Wall Street Journal-ი და The New York Times-ი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ სავარაუდო კავშირისთვის 4 პირის დაკავებაზე ინფორმაციას ვიდეო მასალას აქვეყნებენ. ორივე გამოცემა ინფორმაციას სუს-ის უფროსის მოადგილის ლევან იზორიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სამშაბათს ოთხი პირი დააკავეს საქართველოში, რომლებიც სავარაუდოდ, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არიან კავშირში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, მათ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 11 საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს. ამოღებულია ისლამური სახელმწიფოს დროშა, საბრძოლო მასალა და dvd დისკები. იზორიას თქმით, გამოძიება გრძელდება“, – წერს The Wall Street Journal -ი.
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფი 4 პირის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უფროსის მოადგილის ლევან იზორიას ინფორმაციით, ოთხი პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც მათი საცხოვრებელი სახლები გაჩხრიკეს. ჩხრეკისას ამოიღეს იარაღი, საბრძოლო მასალა, დისკები და ისლამური სახელმწიფოს დროშა. გამოძიება მუშაობს იმის დადგენაზე, თუ რამდენად იყვნენ დაკავებული პირები ექსტრემისტული ჯგუფების მუშაობაში ჩართული. ბრალდებულები დასავლეთ საქართველოდან, გურიის იმ სოფლიდან არიან, სადაც ბევრი მუსულმანი ცხოვრობს. წინა დაკავებები ძირითადად პანკისის ხეობაში ხდებოდა“, – The New York Times-ი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.