ცუკერბერგებმა სამშაბათს საზოგადოებას ორი დაბადების შესახებ აუწყეს: გოგონას, მაქსის და მსოფლიოში ყველაზე დიდი ქველმოქმედების დაბადების შესახებ. წყვილის, მარკ ცუკერბერგისა და პრისცილა ჩანის ბავშვი სამშაბათს დაიბადა და მას მაქსი დაარქვეს.
წყვილმა გადაწყვიტა, Facebook -ის თავიანთი წილის 99%, რაც ამჟამად დაახლოებით 45 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულებას შეადგენს, მათი ცხოვრების განმავლობაში მთლიანად ქველმოქმედებისთვის გასცენ. ამის შესახებ მარკ ცუკერბერგმა თავისი ახალდაბადებული შვილის, მაქსისადმი Facebook -ზე მიწერილ წერილში განაცხადა.
საქველმოქმედო ორგანიზაციის სახელწოდება იქნება "ჩან-ცუკერბერგერის ინიციატივა".
ბრიტანული "გარდიანის" ცნობით, ქველმოქმედების მიზანი იქნება "ადამიანური პოტენციალის განვითარება და თანასწორუფლებიანობის დამკვიდრება".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.