ვფიქრობ, ოფიციალურად ვუერთდებით რუსეთ-ჩინეთის ანტიდასავლურ ალიანსს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი წერს.
„ამ დროებითი მთავრობიდან იქნებ ვინმემ აუხსნას ხალხს, რა სტრატეგიული მოკავშირეობა ცხადდება დღეს ღარიბაშვილის ვიზიტისას ჩინეთთან? ვფიქრობ, ოფიციალურად ვუერთდებით რუსეთ-ჩინეთის ანტიდასავლურ ალიანსს. შეიძლება ევროკავშირის მაგივრად შანხაის ორგანიზაციაშიც ამოვყოთ თავი. ეს მეტი არაფერი არაა“, - აცხადებს ნათელაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.