მოხალისეობრივი ორგანიზაციების წევრებთან თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტის ერთ-ერთ პუნქტთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
28-07-2023, 16:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თავდაცვის სამინისტროში მოხალისეობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თავდაცვის
ახალი კოდექსის პროექტის ცალკეულ ჩანაწერთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა
გაიმართა. სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში, ომის დროს,
რეგისტრირებული იარაღის დროებით ამოღების ნორმის შესახებ მიზანმიმართულად
ვრცელდება დეზინფორმაცია. აქედან გამომდინარე, თავდაცვის უწყებამ მიზანშეწონილად
მიიჩნია, მოხალისეობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრა
გაემართა და მათთვის სწორი ინფორმაცია მიეწოდებინა.

 


კოდექსზე მომუშავე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა სტუმრებს განუმარტეს, რომ
კანონპროექტში შეტანილი ცვლილებებით, პირიქით, ძლიერდება ტოტალური თავდაცვის
პრინციპი, რაც გულისხმობს საზოგადოების ფართო ჩართულობის უზრუნველყოფას ქვეყნის
თავდაცვაში. შესაბამისად, ცვლილებები ითვალისწინებს უფრო მეტი მოქალაქის მომზადებას,
შესაძლებლობების მიცემას და გაწვრთნას ქვეყნის თავდაცვისთვის. ამ კონტექსტში სამხედრო
მოსამსახურეებმა შესაბამის მაგალითებად მოიყვანეს განახლებული წვევამდელთა ეროვნული
სამსახური, რომელიც ძლიერი რეზერვის წინაპირობაა და ასევე, თავდაცვის სფეროში ახალი
მექანიზმების შექმნა, მოხალისეობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ეფექტიანობის
გასაზრდელად.

 


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ომის დროს, რეგისტრირებული იარაღის დროებით ამოღების
არსებული ნორმა წარმოადგენს საერთაშორისო პრაქტიკას, მათ შორის ნატოს წევრ და
პარტნიორ ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი, ესპანეთი, ლიეტუვა, ესტონეთი და ა.შ.
საქართველოში კი, აღნიშნული ნორმა 1997 წლიდან არსებობს და მისი მთავარი მიზანია, ომის
დროს უზრუნველყოფილი იყოს შესაძლო დანაშაულის პრევენცია და საზოგადოებრივი წესრიგი
ლოკალურად, კონკრეტული გარემოებების არსებობის შემთხვევაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი