ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფელ ზოგიში-ცაგერას შიდა სასოფლო გზის პირველი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ცაგერის მერიის ცნობით, ჩამონაშალი ლოდებისგან გაიწმინდა და გაფართოვდა გზის სავალი ნაწილი. გზაზე იგეგმება არმირებული ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობა.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი ადგილზე დაათვალიერეს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მერის პირველმა მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 997 999 ლარი.
პირველი ეტაპის სამუშაოები აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულდეს.
პროექტი ,,მთის განვითარების ფონდის" დაფინანსებით ხორციელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.