დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში დეპუტატები კენჭს უყრიან წინადადებას, დაუჭირონ თუ არა მხარი სირიის საჰაერო დაბომბვას, რომელიც ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" სამხედრო დაჯგუფების განადგურებისკენ იქნება მიმართული.
როგორც BBC იუწყება, თემთა პალატაში დღეს ამ საკითხზე 10-საათიანი დებატები გაიმართება, რომლის კულმინაციაც კენჭისყრა იქნება. სწორედ დღეს გაირკვევა, შეუერთდება თუ არა დიდი ბრიტანეთი აშშ-ს, საფრანგეთს, რუსეთსა და სხვებს რაყასა და სხვა ადგილებში გამაგრებული მებრძოლების დაბომბვებში.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა დევიდ ქამერონმა განაცხადა, რომ ისლამური სახელმწიფო საფრთხეს წარმოადგენს ბრიტანეთის უსაფრთხოებისთვის. ლეიბორისტების ლიდერი ჯერემი კორბინი ეწინააღმდეგება დაბომბვებს, მაგრამ მისი პარტიის წევრებს არჩევანის გაკეთებაში თავისუფლებაას აძლევს.
მოელიან, რომ ლეიბორისტებიდან 50-მდე დეპუტატი მხარს დაუჭერს ქამერონის წინადადებას. ასევე მოელიან, რომ ორივე, ლიბერალ-დემოკრატები და დემოკრატიული გაერთიანების პარტია მხარს დაუჭერს პრემიერ მინისტრის წინადადებას, რაც ქამერონს საშუალებას მისცემს სირიის 4-წლიან კონფლიქტში სამხედრო ჩარევა განახორციელოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.