ერთი კონკრეტული გზავნილით ჩამოვედი - გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი კავშირები, ურთიერთობა და მეგობრობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერთან ლი ციანთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს და ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე გაზრდა მოიტანს ცვლილებებსა და კონკრეტულ შედეგებს საქართველოსა და ჩინეთში.
“ბატონო პრემიერო, დიდი პატივი და სიამოვნებაა ჩემთვის დღეს თქვენთან შეხვედრა. უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვა რომ დიდად ვაფასებთ ჩინეთთან ურთიერთობას და მეგობრობას.
ერთი კონკრეტული გზავნილით ჩამოვედი - გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი კავშირები, ურთიერთობა და მეგობრობა.
ბატონო პრემიერო, მე მქონდა პატივი და შესაძლებლობა შევხვედროდი პრეზიდენტ სი ძინპინს ქ. ჩენგდუში და უსაზღვროდ მადლობელი ვარ მისი თბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის.
ასევე, მქონდა პატივი დავსწრებოდი მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიას, რომელიც ფანტასტიკური და დიდად სანახაობრივი იყო. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო მადლიერება პრეზიდენტი სი ძინპინისა და თქვენდამი.
ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი პატივი გვერგო იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ჩვენს ურთიერთობას სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ზრდის.
მიმაჩნია, რომ ეს მოიტანს კონკრეტულ შედეგებს საქართველოსა და ჩინეთში. ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რაც უკვე ვახსენე პრეზიდენტ სი ძინპინთან, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ერთი ჩინეთის პრინციპს. აქვე მინდა გამოვხატო მადლიერება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.
დიდად ვაფასებთ ჩინეთთან მეგობრობას და თანამშრომლობას. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას და საუბარს, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა”, - განაცხადა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.