საგანმანათლებლო პროექტის „დიდგორელის“ დახურვის ღონისძიება პარლამენტის ეროვნულ
ბიბლიოთეკაში გაიმართა. პროექტში გამოვლენილი გამარჯვებული გურჯაანის
მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეები და პედაგოგები საქართველოს თავდაცვის
მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა
დააჯილდოვეს.
გრიგოლ გიორგაძემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ახალგაზრდა თაობაში
ცოდნისა და განათლების, ასევე საგანმანათლებლო პროექტების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
პირველი ადგილის მფლობელს მან სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. მონაწილეებს კი, პროექტის
ავტორებისა და მხარდამჭერებისგან წიგნები, მედალიონები და სერტიფიკატები გადაეცათ.
„დიდგორელი“ 2019 წელს დაარსდა და მოსწავლე-ახალგაზრდობის საქართველოს ისტორიით
დაინტერესებას ისახავს მიზნად. შიდასასკოლო ტურებიდან ფინალის ჩათვლით, პროექტში
2000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მოსწავლეებს საგანმანათლებლო ტურებში
მონაწილეობის შესაძლებლობაც ჰქონდათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.