1-ელ ოქტომბერს პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატისა და გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება
31-07-2023, 13:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

1-ელ ოქტომბერს პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატისა და გურჯაანის მერის ასარჩევად რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, რადგან გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და გურჯაანის მერმა ზურაბ უტიაშვილმა თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

 


ორ აგვისტოს ცენტრალური საარჩევნო კომისია სხდომაზე საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხს განიხილავს. სხდომის დღის წესრიგის თანახმად, არჩევნები პირველ ოქტომბერს პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატისა და გურჯაანის მერის ასარჩევად ჩატარდება.

 

 

საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება არჩევნებს. ამ არჩევნებზე ფართო მასშტაბით იქნება გამოყენებული საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები, რაც საშუალებას მოგვცემს კიდევ ერთხელ პრაქტიკაში კარგად დავაკვირდეთ და შევისწავლოთ ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. შესაბამისად კიდევ უფრო კარგად მოვემზადოთ 2024 წლის საერთო არჩევნებისთვის.

 


შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის სულ 133 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 103 საარჩევნო უბანზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 85.3% მიიღებს. დანარჩენ უბნებზე კი კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის. მომავალ არჩევნებთან დაკავშირებულ დანარჩენ დეტალებს საარჩევნო ადმინისტრაცია ორი აგვისტოს სხდომის დასრულების შემდეგ წარადგენს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი