ნატო-მ ე.წ. ჰიბრიდული ომისგან მომდინარე საფრთხეებთან ბრძოლის შესახებ ახალი სტრატეგია მიიღო. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც სააგენტო "დოიჩე ველე" იტყობინება, ალიანსი ახალი სტრატეგიის განხორციელებისას, ქმედებებს ევროკავშირთან შეათანხმებს, რადგან ჰიბრიდული ომი შეიცავს როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ელემენტებს. სტოლტენბერგის თქმით, ის ეფუძნება "მომზადებას, შეკავებასა და თავდაცვას".
ახალი სტრატეგიის სხვა დეტალები უცნობია.
ე.წ.ჰიბრიდული ომისგან მომავალ საფრთხეებზე საპასუხოდ, შესაძლოა, სწრაფი რეაგირების სპეციალური ძალებიც გამოიყენონ. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსის ნებისმიერი წევრის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის დაწყებამ უნდა აამოქმედოს ნატო-ს წესდების მეხუთე სტატია, რომელიც აგრესიის შემთხვევაში კოლექტიურ თავდაცვას ითვალისწინებს.
ნატო-ში ჰიბრიდულ ომს უწოდებენ ტაქტიკას, რომლის დროს ჩვეულებრივი სამხედრო საშუალებები არ გამოიყენება. ჰიბრიდული ომი შეიცავს პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ელემენტებს, ასევე ეკონომიკური ზეწოლისა და სპეცდანიშნულების ძალების ფარულ გამოყენებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.